logo
ENG



ვოლსკის მტკიცებით, ენმ დელეგაციაში იმიტომ არ არის, რომ "გარკვეულ პროვოკაციებს" გეგმავს

15 აპრ 202215:10
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იმიტომ არ არიან, რომ "გარკვეულ პროვოკაციებს" გეგმავენ.

ვოლსკი ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია ქართულ სპეცსამსახურებს "სარწმუნო წყარომ" მიაწოდა.

"ინფორმაცია არის, რომ სწორედაც გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა და უკვე გაუზიარეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ვიზიტს ხელი არ შეეშლება. ჩემი აზრი ერთია, მაგრამ ამას ვუკავშირებთ ნაციონალური მოძრაობის უარის თქმას დელეგაციაში მონაწილეობაზე" - ამბობს ვოლსკი.

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს მიემგზავრება. 

დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის ხელმძღვანელობასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაუწევს, ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ. დელეგაციაში იქნებიან: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

დელეგაციის შემადგენლობაში არ არის ნაციონალური მოძრაობა.


close დახურვა